Deprecated: mysql_pconnect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/theelcco/public_html/_manager/bootstrap.php on line 69

Warning: Cannot modify header information - headers already sent by (output started at /home/theelcco/public_html/_manager/bootstrap.php:69) in /home/theelcco/public_html/index.php on line 22

Warning: Illegal string offset 'files' in /home/theelcco/public_html/_manager/class.pages.php on line 141

Warning: Illegal string offset 'images' in /home/theelcco/public_html/_manager/class.pages.php on line 142
ინგლისური ენის ცენტრი - ინგლისური იურისტებისთვის

ინგლისური იურისტებისთვის

კურსი ასახავს იმას, თუ როგორ გამოიყენება ინგლისური სამართლის სფეროში. კურსის თემატიკა მოიცავს კორპორატიულ სამართალს, დასაქმების, ვაჭრობის და კერძო საკუთრების სამართლის სფეროებს.

 

  • ვისთვისაა კურსი გამიზნული?

მათთვის, ვისაც სურს ინგლისურ ენაზე გაეცნოს საერთაშორისო სამართალის სხვადასხვა სფეროს, მიიღოს ინფორმაცია ინგლისურენოვან ქვეყნებში მოქმედი სამართლის სისტემის შესახებ, გაიმდიდროს იურიდიული ლექსიკა, უფრო თავდაჯერებული გახდეს იურიდიული საკითხებზე მსჯელობის დროს. ეს მათ დაეხმარებათ უფრო ეფექტურად წარმართონ თავიანთი კარიერა. კურსი მოიცავს ზოგადი ინგლისურის კომპონენტს, რაც სისტემატიური ენობრივი სამუშაოს გულისხმობს, ხოლო შედეგად საერთაშორისო სამართლის კონტექსტში გამოყენებული ლექსიკური და გრამატიკული სტრუქტურების დახვეწის საშუალებას იძლევა.

 

  • რა კრიტერიუმით ხდება კურსზე ჩარიცხვა?

საუკეთესო შედეგის მისაღწევად, სასურველია მომავალი მსმენელი ფლობდეს ინგლისურ ენას B2 ან უფრო მაღალ დონეზე. ეს  მოთხოვნა განპირობებულია იმ ენობრივი სირთულეებით, რაც ახლავს სამართლის ენას ზოგადად, და ინგლისურენოვან იურიდიულ კონტექსტს, კონკრეტულად.

 

  • რას მოიცავს კურსი?

კურსისთვის შერჩეული სახელმძღვანელოები მოიცავს რეალურ სიტუაციებს და იურიდიულ თემატიკას. აქტიური ჯგუფური მუშაობის, როლური თამაშების და სხვადასხვა კაზუსების (case) განხილვის საშუალებით, მსმენელი დახვეწს და კიდევ უფრო განავითარებს ინგლისური ენის ცოდნას, გაიმდიდრებს ლექსიკას და სტრუქტურებს, რათა თავდაჯერებულად ისაუბროს იურიდიულ საკითხებზე, გაიაზროს იურიდიული შინაარსის რთული ტექსტები და დაამყაროს ადეკვატური კომუნიკაცია იურიდიულ კონტექსტში.

 

  • რას შევძლებ კურსის დასრულებისას?

სურვილისა თუ საჭიროების შემთხვევაში, კურსდამთავრებულებს შეუძლიათ კემბრიჯის საერთაშორისო იურიდიული ინგლისურის სერტიფიკატის (ILEC) მოსაპოვებელი გამოცდისთვის მომზადება. [იხ. გამოცდები]