Deprecated: mysql_pconnect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/theelcco/public_html/_manager/bootstrap.php on line 69

Warning: Cannot modify header information - headers already sent by (output started at /home/theelcco/public_html/_manager/bootstrap.php:69) in /home/theelcco/public_html/index.php on line 22

Warning: Illegal string offset 'files' in /home/theelcco/public_html/_manager/class.pages.php on line 141

Warning: Illegal string offset 'images' in /home/theelcco/public_html/_manager/class.pages.php on line 142
ინგლისური ენის ცენტრი - ინგლისური ფინანსური სფეროსთვის

ინგლისური ფინანსური სფეროსთვის

კურსი ასახავს იმას, თუ როგორ გამოიყენება ინგლისური ფინანსების სამყაროში, მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორიცაა საერთაშორისო ბიზნესი, საბუღალტრო აღრიცხვა და აუდიტი.

 

  • ვისთვისაა კურსი გამიზნული?

მათთვის, ვინც უკვე მუშაობს ფინანსურ სექტორში ან აქვს სურვილი მოემზადოს ისეთი პროფესიული საკვალიფიკაციო გამოცდისთვის, როგორიცაა ACCA.

 

  • რა კრიტერიუმით ხდება კურსზე ჩარიცხვა?

საუკეთესო შედეგის მისაღწევად, სასურველია მომავალი მსმენელი ფლობდეს ინგლისურ ენას B2 ან უფრო მაღალ დონეზე. ეს  მოთხოვნა განპირობებულია იმ ენობრივი სირთულეებით, რაც ახასიათებს მსმენელის პროფესიულ სფეროს.

 

  • რას მოიცავს კურსი?

კურსისთვის შერჩეული სახელმძღვანელოები და დამატებითი მასალა მოიცავს ავთენტურ სტატიებს ფინანსურ საკითხებზე, ანგარიშებს და ტექსტებს, რომლებიც პირდაპირ არის დაკავშირებული მსმენელთა ინტერესებთან. კურსი მათ დაეხმარება ფორმალური სტილის გამოყენების, გრაფიკებისა და ფაქტობრივი მონაცემების ციფრობრივი და დეტალური აღწერის, მიმართულებებისა და სხვა ფინანსური საკითხების განხილვის შედეგად გაიღრმავონ ინგლისური ენის ცოდნა.

 

  • რა შევძლებ კურსის დასრულებისას?

მსმენელები უფრო თავისუფლად საუბრობენ აღნიშნულ თემებზე,  გამოთქვამენ საკუთარ პროფესიულ აზრს და ფინანსურ საკითხებზე პრეზენტაციის ტექნიკას ეუფლებიან. ასევე, ეს კურსი საუკეთესოა მათთვის, ვინც გეგმავს კემბრიჯის საერთაშორისო ფინანსური ინგლისურის სერტიფიკატების (ICFE) მოსაპოვებელი გამოცდებისთვის მომზადებას. [იხ. გამოცდები]