Deprecated: mysql_pconnect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/theelcco/public_html/_manager/bootstrap.php on line 69

Warning: Cannot modify header information - headers already sent by (output started at /home/theelcco/public_html/_manager/bootstrap.php:69) in /home/theelcco/public_html/index.php on line 22

Warning: Illegal string offset 'files' in /home/theelcco/public_html/_manager/class.pages.php on line 141

Warning: Illegal string offset 'images' in /home/theelcco/public_html/_manager/class.pages.php on line 142
ინგლისური ენის ცენტრი - ინგლისური ბიზნესისთვის

ინგლისური ბიზნესისთვის

კურსის მიზანია ბიზნესის რეალობის ამსახველი ტექსტების გამოყენებით მსმენელს მიაწოდოს და განუვითაროს საქმიანი ურთიერთობებისთვის საჭირო ლექსიკა და სპეციალური ტერმინოლოგია, რათა მან შეძლოს პროფესიულ გარემოში კომუნიკაციის ადვილად დამყარება. ამ კურსის ნაწილი -  ზოგადი ინგლისური, ასევე საერთაშორისო ბიზნესის თემატიკის გამოყენებით, ეხმარება მსმენელს ლექსიკური და გრამატიკული სტრუქტურების დახვეწასა და მათ სწორ გამოყენებაში.

 

  • ვისთვისაა კურსი გამიზნული?

მათთვის, ვინც უკვე მუშაობს სხვადასხვა კომპანიაში თუ ბანკში, ან არის სტუდენტი და აქვს სურვილი შეისწავლოს ინგლისური, რომელიც საჭიროა საერთაშორისო შეხვედრებისა და მოლაპარაკებებისთვის, გასაუბრებისა და პრეზენტაციებისათვის, ენა, რომელიც გამოადგებათ  მაგალითად, ბიზნეს ეთიკასა და მარკეტინგის მეთოდებზე სასაუბროდ.

 

  • რა კრიტერიუმით ხდება კურსზე ჩარიცხვა?

მომავალი მსმენელი უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას B1, B2 ან უფრო მაღალ დონეზე, რათა მიიღოს მაქსიმალური სარგებელი ამ კურსისგან. ეს  ენობრივი საფეხურები საჭიროა რათა მსმენელმა რეალური წინსვლა იგრძნოს და განავითაროს საკუთარი ენობრივი უნარები ბიზნესის კონტექსტში, რაც მათი კარიერული წინსვლისთვისაა სავალდებულო.

 

  • რას მოიცავს კურსი?

კურსისთვის შერჩეული სახელმძღვანელოები მოიცავს რეალურ სიტუაციებს და ბიზნესის თემატიკას. აქტიური ჯგუფური მუშაობის, როლური თამაშების და სხვადასხვა ბიზნეს სიტუაციების (case studies) განხილვის საშუალებით, მსმენელი ისწავლის ენის ფორმალური და არაფორმალური სტრუქტურების გამოყენებას, საქმიანი წერილების, ი-მეილების და ანგარიშების წერას, თავისი აზრის გადმოცემას ბიზნესის სხვადასხვა თემაზე.

 

  • რას შევძლებ კურსის დასრულებისას?

სურვილისა თუ საჭიროების შემთხვევაში, კურსდამთავრებულებს შეუძლიათ კემბრიჯის ბიზნესის ინგლისურის სერტიფიკატების (BEC Vantage ან BEC Higher) მოსაპოვებელი გამოცდებისთვის მომზადება. [იხ. გამოცდები]