Deprecated: mysql_pconnect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/theelcco/public_html/_manager/bootstrap.php on line 69

Warning: Cannot modify header information - headers already sent by (output started at /home/theelcco/public_html/_manager/bootstrap.php:69) in /home/theelcco/public_html/index.php on line 22

Warning: Illegal string offset 'files' in /home/theelcco/public_html/_manager/class.pages.php on line 141

Warning: Illegal string offset 'images' in /home/theelcco/public_html/_manager/class.pages.php on line 142
ინგლისური ენის ცენტრი - აკადემიური ინგლისური

აკადემიური ინგლისური

კურსის მიზანია მსმენელებს დაეხმაროს დახვეწონ და განავითარონ ინგლისური ენის ცოდნა აკადემიური მიზნებისთვის. კერძოდ, გააფართოვონ აკადემიურ კონტექსტში სწავლის უნარები, აითვისონ ის ტექნიკა, რომელიც მათ დასჭირდებათ სწავლის გასაგრძელებლად მაგისტრატურის ან დოქტორანტურის საფეხურზე და, ზოგადად, აკადემიური კარიერის შესაქმნელად.

 

  • ვისთვისაა კურსი გამიზნული?

მათთვის, ვისაც სურს სწავლა გააგრძელოს ინგლისურენოვან ქვეყანაში, მიზანდასახული პროფესიონალებისთვის, ვისაც სურთ წერის უნარ-ჩვევების განვითარება სამსახურებრივი წარმატების მისაღწევად და მასწავლებლებისთვის ვისაც სურთ მომავალში ასწავლონ ინგლისური აკადემიური მიზნებისთვის.

 

  • რა კრიტერიუმით ხდება კურსზე ჩარიცხვა?

საუკეთესო შედეგის მისაღწევად, სასურველია მომავალი მსმენელი ფლობდეს ინგლისურ ენას B2 ან C1დონეზე.

 

  • რას მოიცავს კურსი?

მსმენელთა მოთხოვნებს და საჭიროებებს მორგებული ეს კურსი დაგეხმარებათ გაეცნოთ და დახვეწოთ წერის უნარი (ესეები, ანგარიშები და მოკლე შინაარსი), ეფექტურად შეძლოთ აკადემიური შინაარსის მასალის მოსმენა და შემდგომი შენიშვნების გაკეთება, განავითაროთ კვლევის და კრიტიკული აზროვნების უნარები.

 

  • რა შევძლებ კურსის დასრულებისას?

ამ კურსის დასრულებისას მსმენელებს შეუძლიათ ჩააბარონ მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში მისაღები ენობრივი გამოცდა და მიიღონ სასურველი ქულა. [იხ. გამოცდები]