Deprecated: mysql_pconnect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/theelcco/public_html/_manager/bootstrap.php on line 69

Warning: Cannot modify header information - headers already sent by (output started at /home/theelcco/public_html/_manager/bootstrap.php:69) in /home/theelcco/public_html/index.php on line 22

Warning: Illegal string offset 'files' in /home/theelcco/public_html/_manager/class.pages.php on line 141

Warning: Illegal string offset 'images' in /home/theelcco/public_html/_manager/class.pages.php on line 142
ინგლისური ენის ცენტრი - ინგლისური ენის ინტენსიური კურსები

ინგლისური ენის ინტენსიური კურსები

ჩვენი ინტენსიური კურსის გავლა ნებისმიერი დონის მსმენელს შეუძლია. ასეთი კურსი გულისხმობს ყოველდღიურ მეცადინეობას (სულ 40 საათს), სადაც მსმენელის მიერ დაგროვილი ცოდნის გააქტიურება ხდება ენის ყველა ასპექტში (გრამატიკა, ლექსიკა, სამეტყველო და მოსასმენი უნარ-ჩვევები, კომუნიკაციის დამყარების უნარი ზოგად თემებზე), რომლის შედეგად მსმენელი იძენს მეტ თავდაჯერებულობას სხვადასხვა ცხოვრებისეულ სიტუაციაში ენის გამოყენებისას.

 

  •  ვისთვისაა კურსი გამიზნული?

კურსი ძირითადად წაადგება იმ მსმენელებს, რომელთა მიზანია გაიმყარონ ცოდნა ინგლისურ ენაში გარკვეული საფეხურის დასრულების შემდგომ, დახვეწონ  სწორი მეტყველების ჩვევები ან გაიმდიდრონ ლექსიკა. აგრეთვე ეს კურსი წარმოადგენს ერთგვარ გარდამავალ ეტაპს დონეებს შორის.

 

  • რას მოიცავს კურსი?

კურსზე გამოყენებული სასწავლო მასალა შეირჩევა მსმენელთა დონის შესაბამისად, ხოლო მრავალფეროვანი თემატიკა საშუალებას იძლევა ხალისით დაეუფლონ სასაუბრო ენას. ცოცხალი დისკუსიების და საინტერესო საკლასო აქტივობების მეშვეობით, მსმენელებს ექმნებათ მოტივაცია თავისუფლად გამოხატონ საკუთარი მოსაზრებები და აქტიურად ჩაებან აზრთა ურთიერთგაცვლაში, რაც უზრუნველყოფს სწრაფ პროგრესს ენის  შესწავლის პროცესში.