Deprecated: mysql_pconnect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/theelcco/public_html/_manager/bootstrap.php on line 69

Warning: Cannot modify header information - headers already sent by (output started at /home/theelcco/public_html/_manager/bootstrap.php:69) in /home/theelcco/public_html/index.php on line 22

Warning: Illegal string offset 'files' in /home/theelcco/public_html/_manager/class.pages.php on line 141

Warning: Illegal string offset 'images' in /home/theelcco/public_html/_manager/class.pages.php on line 142
ინგლისური ენის ცენტრი - დონეთა აღწერა

დონეთა აღწერა

ენობრივი დონეები განისაზღვრება საერთო ევროპული სტანდარტის (CERF) მიხედვით.  ენის შემსწავლელთა წარმატება სხვადასხვა დონეზე გულისხმობს შემდეგი უნარ-ჩვევების გამომუშავებას:

 

I  საფეხური  (Starter) - მსმენელი ეჩვევა ინგლისური დამწერლობისა და გამოთქმის ნორმებს, სწავლობს ელემენტარულ გრამატიკულ სტრუქტურებს მარტივ ენობრივ კონტექსტებში.

 

II საფეხური (Elementary, A1) - მსმენელს შეუძლია მარტივი ენის გამოყენება და შედარებით შეზღუდული კომუნიკაცია სხვადასხვა ყოველდღიურ სოციალურ თუ მგზავრობასთან დაკავშირებულ სიტუაციაში.

 

III საფეხური  (Pre-Intermediate, A2) - მსმენელს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს მოკლე საუბრებში ნაცნობ თემატიკაზე, შედარებით მარტივი წერილობითი და ზეპირი ტექსტების გაგება ყოველდღიურ ენობრივ სიტუაციებში.

 

IV საფეხური (Intermediate, B1) - მსმენელს შესწევს უნარი წარმატებით გაართვას თავი ნაცნობი თემატიკის წერილობით და ზეპირ ტექსტებს, მონაწილეობა მიიღოს საუბარში სხვადასხვა სოციალურ სიტუაციებში.

 

V საფეხური (Upper-Intermediate, B2) - მსმენელს შესწევს უნარი წარმატებით გაართვას თავი კომუნიკაციას უმეტეს ენობრივ სიტუაციებში, კარგად გაიგოს წერილობითი და ზეპირი ტექსტები როგორც ზოგად, ასევე სპეციალიზირებულ თემატიკაზე.

 

VI საფეხური (Advanced, C1) - მსმენელს გააჩნია ღრმა ცოდნა იმისათვის, რომ ძალდაუტანებლად და ბუნებრივად ისაუბროს, გაიგოს და შექმნას განსხვავებული სტილური წერილობითი და ზეპირი ტექსტები, ორიგინალში იკითხოს სასწავლო, სამეცნიერო, მხატვრული და პოპულარული ლიტერატურა.